საერთაშორისო კონფერენცია - 20-22 სექტემბერი, 2018

საერთაშორისო კონფერენცია - 20-22 სექტემბერი, 2018



20 Sep 18:00 - 22 Sep 21:00 - Tbilisi
საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia

Route
More info

საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც 2018 წლის 20-22 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნება. ტრადიციული ბლოკების გარდა კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.



კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთაგან თეზისების მიღება უკვე დაიწყო.
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; არქივმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.
ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: archives.gov.ge/ge/conference

The annual conference “Archival Studies, Source Studies – Trends and Challenges” of the National Archives of Georgia that will be held on September 20-22, 2018 will be dedicated to the 100th anniversary of restoration of the Independence of Georgia. Besides the traditional blocs, the separate direction of the conference will be topics linked with the Georgian and South Caucasus of 1918-21, previous period of declaration of the independence of Georgia and the emigration of the first Georgian Democratic Republic.
Call for papers if the participants of the conference is already announced.
The goal of the conference is to collect the scientific innovations, to bring together the Georgian and foreign scientists to broaden the communication, to promote the interdisciplinary and intercultural researches, to seek for the adaptation ways of the modern requests of the Cultural Heritage Management, to share the novelties of the digital humanitarian sphere.
The conference consists several scientific directions: Georgia and South Caucasus in 1918-1921; archival studies; source studies; history/art history/ethnography; philology; restoration-conservation; cultural heritage management, etc.
The conference package foresees small educational programs, held in the framework of the plenary sessions.
The International Conference was established in 2016.
Additional information is available on the following link: archives.gov.ge/en/conference


Past Events

გამოფენა „ქართული კინო ფოტოებში“

10 Apr 16:00 - 22 Apr 20:00 10 Apr 16:00 - 22 Apr 20:00 - Tbilisi Tbilisi
საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia
გამოფენა ქართული კინო ფოტოებში აერთიანებს 1920-იან 1980-იან წლებში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ფოტოებს. კინოოპერატორის მუშაობის პარალელურად...   More info


© 2019 Siguez