კონფერენცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

კონფერენცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით



13 May 13:00 - 16:00 - Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University

Route
More info

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება პროექტი:
“კონფერენცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით“

პროექტი განკუთვნილია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტისთვის და მიზნად ისახავს - სამოქალაქო სამართლით დაინტერესებულ პირთა წახალისებასა და ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. ამასთან, მათში საკითხის ვრცლად და მრავალმხრივ აღქმის უნარის განვითარებას.



მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ნაშრომი მოცემულ თემათაგან ერთ-ერთზე:

1. საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტია

2. მიზეზ-შედეგობრიობა ზიანი ანაზღაურებისას

3. პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფისას ზიანის ანაზღაურების მოცულობა და ფარგლები

4. მხარდაჭერის ინსტიტუტი როგორც საკანონმდებლო სიახლე და მისი დანერგვის პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემები

5. იძულებით დადებული გარიგება და მისი გამიჯვნა სხვა საცილო და ბათილი გარიგებებისგან

6. შრომითი დისკრიმინაცია და მისი გამოვლენის ცალკეული ფორმები

7. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

8. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში

9. ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი ნორმების ფუნქცია და მნიშვნელობა

10. სახელშეკრულებო განსჯადობაზე შეთანხმება - მხარეთა ნების მიმართება საპროცესო სამართლებრივ დათქმებთან

11. კაპიტალურ საზოგადოებათა მენეჯმენტის ანაზღაურების სისტემის სამართლებრივი ასპექტები

12. ფულადი ვალდებულებებისას ვალუტის კურსის ცვლილებისა და შეცვლილი გარემოებების ურთიერთმიმართების საკითხი

13. „დასაქმებულის მიერ მზღვეველისთვის წინასახელშეკრულებო ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების სამართლებრივი რეგულირების პრობლემა“

14. მორალური ზიანის ანაზღაურების თავისებურება საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში

15. შეცდომა გარიგების ტიპის არჩევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებათა მაგალითზე

16. სტანდარტული პირობებით დადებულ ხელშეკრულებაში კეთილსინდისიერების პრინციპი - კონტროლის საშუალება თუ ჩარევა სახელშეკრულებო თავისუფლებაში

17. პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის პრობლემა სამოქალაქო სამართალში

18. ზოგადი პიროვნული უფლების არსი და მნიშვნელობა

19. მამობის დადგენის სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები

20. სალდირების თეორიის მნიშვნელობა უსაფუძვლო გამდიდრებისას

⚠ გაითვალისწინეთ: ზემოთ აღნიშნული თემების სათაურების დავიწროვება შესაძლებელია სტუდენტის მიერ.

☑ რეგისტრაციის ბოლო ვადა - 17 მარტი
☑ თეზისების შეფასების შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ მონაწილეთა გამოვლენა - 24 მარტი
☑ ტრენინგი აკადემიურ წერაში
(აუდიტორიის ნომრისა და ჩატარების დროის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს დაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით).
☑ მონაწილეების მიერ ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 14 აპრილი
☑ ნაშრომების შეფასების პერიოდი - 14-27 აპრილი
☑ პრეზენტაციის დღე - 13 მაისი
აღნიშნულ დღეს ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები, პირველ ადგილზე გასულს კი:
• გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სხვა სამახსოვრო პრიზები.

⚠ გაითვალისწინეთ: სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ პრეზენტაციის ეტაპზე გადასულ ნაშრომთა ავტორებს!

ნაშრომებს განიხილავენ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მოღვაწე კვალიფიციური პირები.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე:

docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSenprasE6MiAfpxrPEDABj5PcaMERhY1TIUWQ9JrgcgNoqNiQ/viewform

მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება:
• ინდივიდუალურად
• ჯგუფურად - არაუმეტეს 2 სტუდენტისა.

⚠ გაითვალისწინეთ:
▶ საკონფერენციო ნაშრომის მინიმალური მოცულობა - (მინ. 10 გვერდი; მაქს.20);
▶ ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
▶ ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
▶ სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10;
▶ სტრიქონებს შორის მანძილი - 1.0;
▶ გვერდის ველების ზომები - სტანდარტული.
▶ წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:

ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (მაგ., ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2010 წელი, გვ. 15.);
ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (მაგ., ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001 წელი, გვ. 83.); წიგნზე, ჟურნალსა და სტატიაზე მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.
გ) ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება: სასამართლოს დასახელება, თარიღი, განჩინება/გადაწყვეტილება, საქმე №;
დ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: მიეთითება საქმის სახელი ქართულ და ორიგინალურ ენაზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი. მაგ., ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი.

▶ ნაშრომში მითითებული უნდა იყოს სარჩევი;
▶ ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს PDF ფორმატში;
▶ ნაშრომის გარეკანზე მითითებული უნდა იყოს თემის ხელმძღვანელი ლექტორი;
▶ ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
• ტექსტის შესაბამისობა სათაურთან;
• შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;
• გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის, მრავალფეროვნება;
• თეორიის შეჯერება სასამართლო პრაქტიკასთან;
• საკუთარი აზრი;
• ციტირების ტექნიკა;
▶ ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომი არ მიიღება!

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:

✉ selfgovernmenttsu@gmail.com

ან დაგვიკავშირდით:

☏ 557563520 - ნინო გოგოხია
განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის კოორდინატორი

☏ 599962000 - ლუკა თურმანიძე
განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის კოორდინატორის მოადგილე

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!


Past Events

ტორესა მოსის საჯარო ლექცია: ფილმად ქცეული წიგნები

10 Apr 18:00 - 20:00 10 Apr 18:00 - 20:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ტორესა მოსის საჯარო ლექციას თემაზე: ფილმად ქცეული   More info

9 აპრილი და მისი მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის

11 Apr 18:00 - 20:00 11 Apr 18:00 - 20:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას თემაზე: 9 აპრილი და მისი მნიშვნელობა...   More info

ტრენინგი თემაზე "წარმატების საიდუმლო"

11 Apr 19:00 - 20:30 11 Apr 19:00 - 20:30 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
ტრენინგი მხოლოდ ელსელთათვის! ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) 2018 წლის 11 აპრილს გთავაზობთ ტრენინგს თემაზე წარმატების საიდუმლო . ტრენინგი ფოკუსირდება...   More info

ნიუტონი

12 Apr 18:00 12 Apr 18:00 - Tbilisi Tbilisi
Tbilisi State University Tbilisi State University
თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, 12 აპრილს, 18:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო...   More info

როგორ მუშაობს Facebook: ალგორითმი, უსაფრთხოება და შესაძლებლობები

16 Apr 18:00 - 20:00 16 Apr 18:00 - 20:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
საქართველოს მომავლის აკადემია გეპატიჟებათ საჯარო ლექციაზე როგორ მუშაობს Facebook: ალგორითმი, უსაფრთხოება და შესაძლებლობები . ყოველ ჯერზე, როდესაც ფეისბუქს ხსნით, მსოფლიოს ერთ...   More info

რა? სად? როდის?

17 Apr 18:00 - 21:00 17 Apr 18:00 - 21:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური შეჯიბრი, რა ? სად...   More info

19th STST

20 Apr 15:00 - 18:00 20 Apr 15:00 - 18:00 - Tbilisi Tbilisi
Tbilisi State Medical University Tbilisi State Medical University
ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება 2018 წლის 20 აპრილს მართავს მე-19 STST Students’ Teaching Scientific Talks სტუდენტთა სასწავლო სამეცნიერო კონფერენციას...   More info

იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატი სისხლის სამართალში

21 Apr 15:00 - 18:00 21 Apr 15:00 - 18:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება...   More info

კომპიუტერული ტომოგრაფია და 3 D პროგრამებთან მუშაობა

28 Apr 13:00 - 14:00 28 Apr 13:00 - 14:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
კომპიუტერული ტომოგრაფია ყბების და კბილების სამგანზომილებიანი სურათია, რომელიც უკვე ყოველდღიური სტომატოლოგიური პრაქტიკის განუყოფელი და ფუნდამენტური ნაწილი გახდა. ის ექიმს...   More info

აღმოსავლეთმცოდნეობის ვიქტორინა

30 Apr 19:00 - 20:00 30 Apr 19:00 - 20:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ: აღმოსავლეთმცოდნეობის ვიქტორინა პროექტში მონა   More info

ვიქტორინა ისტორიაში

04 May 19:00 - 20:00 04 May 19:00 - 20:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ: ვიქტორინა ისტორიაში პროექტში მონაწილეობის მიღება...   More info

იმიტირებული პროცესი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

05 May 15:00 - 17:00 05 May 15:00 - 17:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება...   More info

კონფერენცია საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

06 May 15:00 - 17:00 06 May 15:00 - 17:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება...   More info

კონფერენცია საჯარო სამართლის მიმართულებით

07 May 13:00 - 16:00 07 May 13:00 - 16:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება...   More info

ლიტერატურული ვიქტორინა

11 May 19:00 - 20:00 11 May 19:00 - 20:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ პროექტს: ლიტერატურული ვიქტორინა პროექტში მონა   More info

Dürr Dental

12 May 09:00 - 13 May 14:00 12 May 09:00 - 13 May 14:00 - Tbilisi Tbilisi
Tbilisi State Medical University Tbilisi State Medical University
12-13 მაისს ჩატარდება ქართულ-გერმანული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: Dürr Dental-ის აკადემიის მოწინავე ტექნოლოგიები და უახლესი კონცეფციები პაროდონტიტისა და პირის ღრუს...   More info

კონფერენცია სისხლის სამართლის მიმართულებით

14 May 15:00 - 18:00 14 May 15:00 - 18:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება...   More info

კონფერენცია ფილოლოგიაში

21 May 13:00 - 16:00 21 May 13:00 - 16:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
თსუ-ის ჰუმაინიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ: კონფერენციას ფილოლოგიაში. კონფერენციაზე თემის   More info

MEDEA : Femininity, Motherhood, Love and Hate

19 Oct 18:00 - 20 Oct 21:00 19 Oct 18:00 - 20 Oct 21:00 - Tbilisi Tbilisi
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
The story of Jason and the Argonauts' voyage to steal the Golden Fleece from Colchida one of the oldest and most famous among Greek myths. Its development from the oldest layers...   More info


© 2019 Siguez